21 ნოემბერი, 2022 , ორშაბათი
(ძვ. სტილით 08 ნოემბერი)
კრება წმიდათა მტავარანგელოზთა: მიქაელისა და გაბრიელისა და სხვატა წმიდათა უხორცოთა ზეცასა ძალთა. მთავარანგელოზობა.
მთავარანგელოზთა: რაფაელი, ურიელი, სელაფიელი, იეგუდიელი, ვარახიელისა და იერომიელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ გააცოცხლა ქრისტემ ცოდვით მომკვდარი ადამიანებიცოდვათა გამო მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (ეფ. 2:5)თავდაპირველად ღმერთმა ქრისტე გააცოცხლა და როგორც ადამიანი, მკვდრეთით აღადგინა საფლავიდან, ქრისტე კი ჩვენი თავია. იმისათვის, რომ მკვდრეთით აღმდგარიყო ყველა მართალი, პირველად უნდა აღმდგარიყო თავი! როდესაც მკვდრეთით აღდგა თავი, ამით გარანტირებული გახდა მთელი სხეულის აღდგომა სხეულის ყველა ნაწილთან ერთად. ამიტომაც საუბრობს პავლე მოციქული ჩვენი აღდგომისა და დიდების, როგორც უკვე აღსრულებული საქმის, შესახებ. ღმერთმა ყველანი აღგვადგინა ქრისტეში და დაგვსვა ზეცაში. აღგვადგინა კაცის ძესთან ერთად, რომლებიც მკვდარი ვიყავით დანაშაულთა გამო და ცოდვებით დაღუპული. და მან არა მხოლოდ ქრისტესთან ერთად აღდგომის ღირსი გაგვხადა, არამედ, უფრო მეტიც, მკვდრეთით აღმდგარ ქრისტესთან ერთად მთელ ზეციურ სამყაროზე მაღლა დაგვსვა, როგორც ქრისტეს თანასწორნი. ძმებო, უფალი არ განკაცდა რაიმე მცირე და უბრალო საქმისთვის, არამედ – ძალზედ უჩვეულოსა და უდიდესისთვის. როდესაც მიწიერი ხელმწიფე მოინახულებს ერთხელ რაიმე ადგილს თავის ქვეყანაში, მისი სტუმრობის კეთილი შედეგები კიდევ დიდხანს იგრძნობა იმ ადგილას. და აქ ხომ ღმერთი უფალი ეწვია დედამიწას და ადამიანთა მოდგმას?! ამ სტუმრობის მადლი საგრძნობი იქნება ჟამთა აღსასრულამდე. ეს სტუმრობა ჩვენთვის ნიშნავს სიცოცხლეს სიკვდილის ნაცვლად, დიდებას – სირცხვილის ნაცვლად, ღმერთთან მიახლოებას – დაშორების ნაცვლად, კურთხევას – წყევლის ნაცვლად, ერთი სიტყვით, მკვდრეთით აღდგომას ანუ მარადიულ მეფობას ზეცაში ქრისტესთან ერთად. ჰოი, უფალო, ქება შენდა! ჰოი, უფალო, დიდება შენდა! ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011