22 ნოემბერი, 2022 , სამშაბათი
(ძვ. სტილით 09 ნოემბერი)
ღირსისა მატრონა კონსტანტინოპოლელისა (†492); ღირსისა თეოქთისტა პაროსელისა(†881/889); დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა "მსწრაფლშემსმენელი". ღირსი იოანე კოლოვისა; მოწამე ანტონი აპამეელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება მადლით გადარჩენის შესახებრამეთუ მადლით ხართ გამოხსნილი (ეფ. 2:8)ვის შეუძლია გაიგოს და აღიაროს, რომ მადლით ვართ გამოხსნილი? რომ ჩვენ ხსნილი ვართ არა ჩვენი დამსახურებითა და საქმეებით, არამედ ღვთის მადლით - ვის შეუძლია ამის გაგება და აღიარება? მხოლოდ იმას, ვინც დაინახა და გააცნობიერა, ერთი მხრივ, სიკვდილისა და ხრწნის უფსკრული და, მეორე მხრივ, პატივისა და დიდების სიმაღლე, რომელ სიმაღლეზეც ადამიანი იქნა აყვანილი ცათა სასუფეველში, უკვდავების სამყაროში, ცოცხალი ღმერთის სახლში... ერთი ბავშვი ღამით გზაზე ბორძიკით მიდიოდა და ხან ერთ ორმოში ვარდებოდა და ხან მეორეში, სანამ ბოლოს ისეთ ღრმა ორმოში არ აღმოჩნდა, საიდანაც საკუთარი ძალებით ვერაფრით ვერ ამოვიდოდა. და როდესაც ბავშვი დანებდა ბედს და ჩათვალა, რომ იქ მოკვდებოდა, სწორედ ამ დროს ორმოსთან ვიღაც გაჩერდა, გრძელი თოკი ჩაუშვა და ჩასძახა, რომ თოკს ჩასჭიდებოდა და ხელი არ გაეშვა. ის მეფის შვილი იყო. მან ბავშვი ამოიყვანა, დაბანა, ჩააცვა, სასახლეში წაიყვანა და გვერდით დაიყენა. და განა ის ბავშვი თავისი დამსახურებითა და თავისი ქმედებებით გადარჩა? რა თქმა უნდა, არა. მთელი მისი დამსახურება მხოლოდ ის იყო, რომ ხელი ჩაავლო მისთვის ჩაშვებულ თოკს და მაგრად ჩაეჭიდა. მაშ, რამ გადაარჩინა ბავშვი? მეფის შვილის მოწყალებამ. ადამიანების მიმართ ღვთის ამგვარ მოწყალებას მადლი ჰქვია. მადლით ხართ გამოხსნილი... მცირე მონაკვეთში პავლე მოციქული ორჯერ იმეორებს ამ სიტყვებს, რათა ყველა მორწმუნემ იცოდეს და დაიმახსოვროს ეს.ძმებო, ჩვენც ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ უფალ იესო ქრისტეს მადლით ვართ გაგამოხსნილი. ვიყავით სიკვდილის ხახაში და გვიბოძეს სიცოცხლე ჩვენი უფლის სასახლეში.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, მხსნელო ჩვენო, შენ მიერ ვართ გამოხსნილი. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011