23 ნოემბერი, 2022 , ოთხშაბათი
(ძვ. სტილით 10 ნოემბერი)
დიდმოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა ურმის თავსა შესვლა, რაჟამს დაჰკრეს ურმის თვალსა (†303), გიორგობა.
დიდმოწამისა კოსტანტი კახისა, ქართველთა მთავრისა (†852), მოციქულთა 70-თაგანთა; ღირსისა არსენ კაბადუკიელისა (†304), რომელმან ნათელ სცა ნეტარხსენებულს- ბერი პისა მთაწმიდელს (†1994). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ერთიან სამყაროსა და შემრიგებელზერადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი (ეფ. 2:14)ისრაელიანებსა და წარმართებს შორის ისეთი დიდი უფსკრული იყო, რომ მისი ამოვსება და გასწორება არავის შეეძლო. შეეძლო მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს და მან ეს გააკეთა. ის, რაც დაშორებული იყო, მან დააახლოვა და შეაერთა თავისი სისხლით. საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვით უფალმა ყველა სხვა მსხვერპლი ჩაანაცვლა. ამგვარად, მან გამოისყიდა და საკუთარი თავით ჩაანაცვლა მთელი ბუნება, საიდანაც ადამიანები იღებდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთს (შესაბამისად ღმერთებს). ეს ერთი მსხვერპლი ანუ ქრისტეს მსხვერპლი საკმარისია ისრაელიანთათვისაც და წარმართებისთვისაც. სწორედ ცხოველთა სისხლი ყოფდა ისრაელიანებსა და წარმართებს - ყოფდა ადგილით, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ და ყოფდა ღვთაების მიხედვით, რომელსაც სწირავდნენ, ყოფდა ასევე სამსხვერპლო ცხოველის მიხედვითაც, რომელსაც სწირავდნენ და რიტუალითაც, რომლითაც სწირავდნენ. ახლა ქრისტეს უწმიდესი სისხლი ცვლის ყველა ამ სისხლს და ქრისტეს სისხლი აერთიანებს და ანათესავებს ისრაელიანებსა და წარმართებს. ერთი მეორისთვის სისხლით ძმა ხდება, რადგან ჩვენ, მორწმუნენი, სისხლით ძმები ვართ ქრისტეს სისხლით, რომლითაც გამოგვისყიდა წყევლისაგან და რომელსაც ახლაც ვიღებთ. შუაკედელი, რომელიც ყოფდა და აშორებდა, გაანადგურა ქრისტემ და შეაკავშირა ისრაელიანთა და წარმართთა გულები და ხელები. მაგრამ რითი? საკუთარი სხეულით ანუ ცოცხალი და საკუთარ თავში ხორცშესხმული ჭეშმარიტებით. ისრაელიანებში კანონის ჩრდილი ცვლიდა ჭეშმარიტებას, ხოლო წარმართებში –ზღაპრები და არაკები. ორივე განაქარვა უფალმა და ცოცხალი ჭეშმარიტება გამოაჩინა ხორცში. და დაინახა მსოფლიომ და გაიხარა.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ყოვლადსახიერო, მხსნელო ჩვენო, შეაკავშირე ერთმანეთთან მორწმუნეთა გულები. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011