24 ნოემბერი, 2022 , ხუთშაბათი
(ძვ. სტილით 11 ნოემბერი)
დიდმოწამეთა: მინა ფრიგიელისა (†304( და ბიქტორ იტალიელისა (†160) და მოწამეთა: სტეფანიდი იტალიელისა და ბიკენტი დიაკონისა, ვალენსიელისა (†304), ღირსისა თეოდორე სტუდიელი იღუმენისა, აღმსარებელისა (†826). მოწამე სტეფანე დეჩანელისა, სერბთა მეფისა(1336). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ახალი ადამიანის შემოქმედის შესახებრათა მშვიდობისათვის ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში (ეფ. 2:15)ამქვეყანად მოსვლით კაცთმოყვარე უფალი მოვიდა ყველა ადამიანთან და არა ცალ–ცალკე ზოგიერთთან. იუდეველები ელოდნენ მესიას და მოვიდა, როგორც მესია. წარმართები ელოდნენ მხსნელს და მოვიდა, როგორც მხსნელი. უფალი მოვიდა იუდეველთა და წარმართთა ერთნაირი სიყვარულით. იმ დროს მსოფლიოში მხოლოდ იუდეველები იყვენენ ისეთები, რომელთაც ერთი ღმერთი სწამდათ, წარმართები კი კერპებს სცემდნენ თაყვანს, მაგრამ იდეველებმა ურჯულოებით შებღალეს თავიანთი რწმენა და აღარაფერი იცოდნენ. ასე რომ, უცოდინრობის გამო იუდეველები წარმართებს გაუთანაბრდნენ, უფრო კი იმ წყევლის გამო, რომელიც ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ ტვირთად აწვა მთელ კაცობრიობას. როგორც ძველი ადამი არ ეკუთვნოდა მხოლოდ ებრაელებს, არამედ წარმართებსაც (რადგან ებრაელებიცა და წარმართებიც მისგან წარმოიშვნენ), ასევე ახალი ადამი არ ეკუთვნოდა მხოლოდ ერთ მათგანს, არამედ ორივეს, რადგან ორივეს გამოხსნა სურდა უფალს. ქრისტესთვის მოსაწონი ვერ იქნებოდა ვერც იდუეველთა (ფორმალურად რჯულისა და კანონების) სამეფო და ვერც ელინთა (წარმართული ანუ ზღაპრების, დემონური შეთქმულებებისა და ჯადოქრობის) სამეოფო. უფალმა ორივე განკურნა და აქცია ახალ ადამიანად, რომელიც არის ღვთის ეკლესია. ამგვარად, უფალმა გააუქმა და უარყო იუდეველობაც და ელინობაც და შექმნა თავისი წმიდა ეკლესია.ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ყოვლადსახიერო და ყოვლადბრძენო, ყველაფერი, რაც შექმენი, უსაზღვროდ კარგია და ბრძნული. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011