25 ნოემბერი, 2022 , პარასკევი
(ძვ. სტილით 12 ნოემბერი)
წმიდა იოანემოწყალისა, ალექსანდრიელი პატრიარქისა (†616/620);ღირსისა ნილოს მმარხველისა, სანელი ხუცისა (†V); ღირსისა სილოს მირონმდინარისა (†1651). აქია წინასწარმეტყველისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ უცხო ადამიანები ოჯახის წევრები ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი (ეფ. 2:19)უფალ იესო ქრისტეს მოსვლამდე ისე ჩანდა, თითქოს მხოლოდ იუდეველები იყვნენ ღმერთთან ახლოს და წარმართები კი შორს. სინამდვილეში იდეველებიც და წარმართებიც ერთნაირად იყვნენ დაშორებული ღმერთს და ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისცემას. მოვიდა იესო მაცხოვარი და შორეულსა და ახლობელს, ყველას ახარა – „მშვიდობა თქვენთანა“ და უკვე ამით ორივე, იუდეველებიცა და წარმართებიც, ერთ სულში მიიყვანა მამასთან. ახალ ქმნილებაში - იქნება ეს ახალი ადამიანი თუ ღვთის ეკლესია - ერთი სულია და ყოველი, ვინც შედის ღვთის ეკლესიაში, იღებს ამ სულს, ასე რომ, რაც არ უნდა გაიზარდოს ეკლესიის წევრთა რიცხვი, ყოველთვის რჩება ერთი და იგივე ღვთის სული; და რამდენი ხალხიც, ტომიც ან რასაც არ უნდა შევიდეს ღვთის ეკლესიაში, ღვთის სული არ იცვლება და ყოველთვის იგივე რჩება. აი, ამიტომ, თქვენ, წარმართებო, ეკლესიაში არც უცხონი ხართ და არც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი. ეკლესია დაფუძნებულია სიწმიდეზე, ხოლო მისი ქვაკუთხედი - წმიდათა წმიდაზე და განგებულებისამებრ, მისი ყველა წევრი უნდა იყოს წმიდა. წმიდად იწოდებიან ისინიც, ვინც ქრისტემდე ცხოვრობდა, მაგრამ მოელოდნენ მას და იმედი ჰქონდათ მისი, ისევე როგორც ყველა, ვინც ქრისტეს შემდეგ ცხოვრობდა და აღიარებდა ქრისტეს, როგორც ძე ღმერთს, მაცხოვარს, გამომხსნელს, მკვდრეთით აღმდგენელსა და მსაჯულს. ცოდვა აუცხოებს და აშორებს, მაგრამ ქრისტეს მიერ ეს დაშორება და გაუცხოება ქრება და ყველა მორწმუნე, იუდეველები იყვენენ მანამდე თუ წარმართნი, ხდება ღვთის სახლეული ანუ უფლის ოჯახის წევრი - და ეს ყველაფერი აღესრულება ქრისტეს გამო და ქრისტეს მიერ.ძმანო, უფალმა იესო ქრისტემ გვიბოძა ჩვენ უფრო აღმატებული და ძვირფასი რამ, ვიდრე ეს ცხოვრებაა - გვიბოძა მშვიდობა და მეგობრობა ღმერთთან. ეს ბევრად აღმატებული და ძვრიფასია, ვიდრე ღმერთთან გაუცხოებით ცხოვრება. ჰოი, უფალო იესო ქრისტე, მშვიდობისმყოფელო და მშვიდობის მომცემელო, ღმერთთან მშვიდობაში გვამყოფე მარად. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011