26 ნოემბერი, 2022 , შაბათი
(ძვ. სტილით 13 ნოემბერი)
წმიდა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (†407). მოწამემანეფა პალესტინის კესარიელისა(307-308). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება საძირკვლისა და ქვაკუთხედის შესახებ მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე (ეფ. 2:20)ძმანო, მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა ცხოვრებაა. ესაა ძველი და ახალი აღთქმა. და ვინ აერთიანებს მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს? უფალი იესო ქრისტე! მის გარეშე წინასწარმეტყველისთვის გაუგებარი იქნებოდა მოციქული და მოციქულისთვის – წინასწარმეტყველი. ქრისტეა აღსრულება წინასწარმეტყველთა და მოწმობა მოციქულთა. ასე რომ, იგია ქვაკუთხედი, რომელიც აერთიანებს წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, უკავია ორივე, როგორც ქვაკუთხედს კედლები. ძველი და ახალი აღთქმა ერთიანდება ქრისტეში, მასში პოულობენ აზრს, მის გარშემო ტრიალებენ, მისგან არიან შთაგონებული, მას ეყრდნობიან. სად შეხვდებოდნენ წარმართები იუდეველებს და სად გაუგებდნენ ისინი ერთმანეთს?! არსად სხვაგან, თუ არა ქრისტეში! მასში და მის მიერ ისინი ერთიანდებიან ერთში – ახალ ადამიანში, ერთ უკვდავ სხეულში, ერთ წმიდა და კათოლიკე ეკლესიაში. სხეულისა და სულის წმიდა და უმაღლესი დამეგობრებაც მხოლოდ იესო ქრისტეს მიერ ხორციელდება. უფლის განკაცებამდე ანუ უფლის კაცობრივ სხეულში მოსვლამდე არამეგობრული იყო ურთიერთობა სულსა და სხეულს შორის. და ეს იყო მტრობა სულის მოკვდინებამდე. უფალმა შეარიგა და აკურთხა ორივე. ამგვარად, იგი გახდა ქვაკუთხედი ყოველი უკვდავი და ღვთივსათნო აგებულებისთვის, იქნება ეს ცალკეული ადამიანი, ოჯახი, ერი თუ მთელი კაცობრიობა, იქნება ეს აწმყო, წარსული თუ მომავალი, ძველი თუ ახალი აღთქმა. იგია მთავარი კედელი ყოველგვარ აგებულებაში, ისევე როგორც ის არის თავი ეკლესიის სხეულისა. ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ჩვენი ხსნის ზღუდეო, შეგვიწყალე და გვაცხოვნე ჩვენ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011