27 ნოემბერი, 2022 , კვირა
(ძვ. სტილით 14 ნოემბერი)
ყოვლადქებულისა მოციქულისა ფილიპესი, 12-თაგანისა (†1), ახალმოწამისა კონსტანტინე ჰიდრეოსისა (†1800). მორწმუნე დედოფლისა თეოდორასი(348); წმიდა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა, სასწაულმოქმედისა(†1359). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება პავლეს, როგორც პატიმრის შესახებ მე, პავლე, იესო ქრისტეს ტყვედ ვიქეცი თქვენთვის, წარმართთათვის (ეფ. 2:20).ძმებო, ქრისტეს მოციქული ქრისტეს ტყვეს უწოდებს თავს. როგორ შეიძლება, რომ მოციქული იყოს ტყვე? დატყვევებულს ხომ ბორკილები ადევს? დიახ, ადევს! აი, მოციქული პავლეც შეკრულია, შეკრულია უფალ იესოს სიყვარულით ისე ძლიერად, რომ დედამიწაზე არცერთ სხვა ბორკილს არ გრძნობს, თითქოს სხვა არც არსებობდეს. მოციქული გონებით იმდენად ძლიერ არის მიბმული უფალ იესო ქრისტეს, რომ მის გარდა არაფერზე შეუძლია იფიქროს. მოციქული ნებითაც ისე ძლიერ არის ქრისტეზე მიბმული, რომ, ზოგადად, საკუთარი ნებაც არ გააჩნია, მან სრულად დაუმორჩილა საკუთარი ნება უფალ იესო ქრისტეს ნებას. ასე რომ, მას უყვარს ის, რაც ქრისტეს უყვარს, ფიქრობს იმის შესახებ, რის შესახებაც ქრისტე ფიქრობს, აღასრულებს იმას, რაც ქრისტეს სურს.და განა ეს ტყვეობა არაა? ო, ნეტარია ტყვეობა, რომელიც დიდებისთვის და საცხოვნებლადაა და არა სამარცხვინოდ და დასაღუპად! მაშასადამე, იესო ქრისტე არის მოციქულის ცხოვრების სრული ბატონი, როგორც შინაგანის, ასევე გარეგანის, რადგან გარედანაც და შინაგანადაც იგი უშვებს განსაცდელებს მოციქულზე; გარედანაც და შინაგანადაც უხსნის მას თავის განგებულებას; გარეგნულად და შინაგანად იესო ქრისტეს მიჰყავს იგი სრულყოფილი სიკეთისაკენ მისი და მრავალი სხვა ადამიანის გადასარჩენად. ჩვენც მივენდოთ, ძმებო, მოციქულების მსგავსად, უფალ იესო ქრისტეს და მაშინ ვიქნებით ყველაზე სანდო ხელში და ყველაზე სანდო გზაზე.უფალო იესო ქრისტე, დიდებულო და საკვირველო უფალო, შეგვაერთე შენთან, გვაქციე შენს პატიმრად საუკუნოდ და სამარადისოდ ორთავ სამყაროში. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011