28 ნოემბერი, 2022 , ორშაბათი
(ძვ. სტილით 15 ნოემბერი)
მოწამეთა და აღმსარებელთა: სამონასი (†293/322) და აბიბოს დიაკონისა (†316/322). მოწამე დიმიტრი დაბუდელისა(307); ღირსი პაისი ველიჩკოველი მოლდაველისა, ათონელისა. #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება ზეციური ძალებისთვის ღვთის სიბრძნის მოვლინების შესახებრათა აწ ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფებათ ღვთის მრავალფეროვანი სიბრძნე (ეფ. 3:10)ძმებო, ნუთუ ყოვლისმცოდნე არიან ანგელოზები? არა, რადგან ისინი რომ ყოვლისმცოდნე ყოფილიყვნენ, ღმერთები იქნებოდნენ. ღმერთი ერთია, ძმებო, ანეგელოზები კი ღვთის რჩეული მსახურები არიან. განკაცების საიდუმლო ანგელოზთათვის ცნობილი არ იყო მანამ, სანამ ის არ აღესრულა. არც განკაცებასთან დაკავშირებული სხვა საიდუმლოებები იყო ცნობილი ანგელოზთათვის მანამ, სანამ ეკლესიაში არ იხილეს ისინი გაცხადებულად. ე.ი. ეკლესია მრავალი სიახლის მაუწყებელია თვით წმიდა ანგელოზებისთვისაც. ეკლესია, ერთი მხრივ, არის ღვთის სიბრძნის, ძალისა და კაცთმოყვარეობის, მეორე მხრივ კი - ღვთის სიყვარულისა და ადამიანური თავგანწირვის ახალი გამოვლინება. თვით ანგელოზებმაც კი არ იცოდნენ, რამდენად დამდაბლდებოდა ღმერთი და რამდენად ამაღლდებოდა ადამიანი. ეს ყველაფერი ეკლესიაში გაცხადდა და ეკლესიის მეშვეობით ეუწყათ ანგელოზებს. სწორედ ამას ამცნობს მოციქული ეფესელებს ზემოაღნიშნული სიტყვებით:“რათა აწ ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფებათ ღვთის მრავალფეროვანი სიბრძნე“ (ეფ. 3:10). მაშასადამე, მთავრობათა და ხელმწიფებათათვის ანუ ანგელოზთა დასისთვის წინასწარ არაფერი იყო ცნობილი. ღვთის მრავალფეროვანი სიბრძნე, რომელიც არ იყო გაცხადებული არც ანგელოზთათვის, ამჟამად ეკლესიისთვის ცნობილია მრავალი ფორმითა და გამოვლინებით.ო, ძმებო, ღვთის ორი ყველაზე უდიადესი საქმე, რომელიც აღასრულა უფალმა, არის სამყაროს შექმნა და ეკლესიის შექმნა. ორივე შემთხვევაში, ღვთის სიყვარულის მთავარ საგანს წარმოადგენს ადამიანი. ასე რომ, ძმებო, ყოველი ჩვენი ამოსუნთქვისას მადლობა შევწიროთ უფალს და ვიყოთ მისი უზომოდ მადლიერნი. ჰოი, უფალო, ყოვლადსახიერო, ღმერთო მოწყალეო, ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011