29 ნოემბერი, 2022 , სამშაბათი
(ძვ. სტილით 16 ნოემბერი)
დიდებულისა, ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი (†60). მღვდელმოწამე ფილუმენ წმიდასაფლავებისა(1979). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება მართალთა გულებში ქრისტეს დამკვიდრების შესახებ... და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში, რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ ... (ეფ. 3:17-18)სარწმუნოებით შემოდის ქრისტე გულში და ქრისტესთან ერთად შემოდის სიყვარული. ამგვარად მტკიცდება და იდგამს ფესვს სიყვარულში ადამიანი. მაშასადამე, უპირველესი რწმენაა და შემდეგ, რწმენასთან ერთად, ქრისტეს მყოფობა გულში, ქრისტესთან ერთად – სიყვარულის არსებობა, სიყვარულთან ერთად კი – ყოველგვარი ენით გამოუთქმელი კეთილდღეობა. რამდენიმე სიტყვით გვიჩვენებს მოციქული სრულყოფილების მთელ ამ კიბეს. მისი დასაწყისი რწმენაა და დასასრული კი – სიყვარული. ხოლო რწმენა და სიყვარული ცოცხალი და განუყოფელი ერთობით ერთიანდება გულში ცოცხალი ღმერთის – უფალ იესო ქრისტეს ყოფნით. რწმენის განმტკიცებით ჩვენ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ქრისტეს. რაც უფრო ძლიერია რწმენა, მით უფრო ახლოსაა ქრისტე. ბოლოს, გული ივსება ქრისტეთი და მას არ შეუძლია გამოეყოს ქრისტეს, როგორც ჰაერი ვერ გამოეყოფა ფილტვებს. მაშინ ადამიანი სიხარულის ცრემლით ურთიერთობს ქრისტესთან ლოცვის გზით: უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე, ცოდვილი! და შეუმჩნევლად გული ივსება ნათელი და თბილი სიყვარულით. ასე ერთიანდება სიყვარული რწმენასთან და იმედთან, და როდესაც გაერთიანდებიან, იკარგება მათ შორის ზღვარი. და ადამიანი ვეღარ საზღვრავს სადამდე ვრცელდება რწმენა და საიდან იწყება იმედი და სიყვარული. და როდესაც ადამიანში ცოცხალი ქრისტე დამკვიდრდება, ის აღარ არჩევს და ცალ–ცალკე არ ხედავს რწმენას, იმედსა და სიყვარულს, ის ხედავს და ასახელებს მხოლოდ ქრისტეს, მსგავსად მებაღისა, რომელიც შემოდგომისას ხეებზე მხოლოდ მწიფე ნაყოფს ამჩნევს და აღარ საუბრობს ფოთლებსა და ფერზე. ჰოი, უფალო, იესო ქრისტე, ჩვენი მისწრაფებების უმაღლესო მწვერვალო, ყველა ჩვენი გზის დასასრულო, მოგვიახლოვდი და გვაცხოვნე ჩვენ. ქედა და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011