30 ნოემბერი, 2022 , ოთხშაბათი
(ძვ. სტილით 17 ნოემბერი)
დიდმოწამისა გობრონ-მიქაელისა და 133-თა მოწამეთა, მხედართა მისთა (†914). გრიგოლ სასწაულმოქმედისა, ნეოკესარიელი ეპ.(266-270); ღირსი ლაზარე აღმსარებლისა, ხატმწერისა(857);ღირსი ნიკონი, რადონეჟელი იღუმენისა; გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა(471). #mp_thoughts p {color: #232323; font-size: 18px; line-height: 25px;} სწავლება სიგრძისა და სიგანის, სიღრმისა და სიმაღლის შესახებ...რათა ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა... (ეფ. 3:18)აი, რწმენისა და სიყვარულის ნაყოფი! აი, სამეფო საჩუქრები, რომლებიც მოაქვს ქრისტეს, როდესაც ის მკვიდრდება ადამიანის გულში. ესაა მაცხოვნებელი საიდუმლოებების შემეცნება, შემეცნება იმ ყველფრისა, რაც ადამიანის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა ეს შემეცნება არაა კერძო, არაა განსაკუთრებული, არაა ერთპიროვნული და ორიგინალური; ის შეესაბამება იმას, რასაც აღწევს ყველა წმიდანი. და ვინ არიან წმიდანები, თუ არა მდიდრები სიყვარულსა და რწმენაში? მათ მიმადლებული აქვთ ღვთის საიდუმლოებათა წვდომა სიყვარულისა და რწმენის გამო. შეადარე შენი შემეცნება მათ შემეცნებას, და თუ განსხვავებას დაინახავ, იცოდე, რომ არ ხარ მართალი. და თუ შენი შემეცნება შეესაბამება მათსას, ე. ი. მიაღწიე მათი რწმენისა და სიყვარულის საზომს და მაშასადამე, ქრისტეა დამკვიდრებული შენს გულში. მაშინ გაიგებ რა არის ღვთის სიყვარულის სიგანე, რომელიც მოიცავს როგორც იუდეველების, ასევე წარმართების ხსნას; და რა არის ღვთის განგებულების სიგრძე, რომლითაც საუკუნეთა უწინარეს განემზადა გადარჩენის გეგმა და ყველაფერი შესაბამისი თანმიმდევრობით აღესრულა რჯულისკანონის, წინასწარმეტყველებებისა და მრავალი სასწაულის საშუალებით; და რა არის ქრისტეს სიმდაბლის სიღრმე, რომლის გამოც თავად ჩავიდა ჯოჯოხეთში, რათა იქ მყოფი მართალთა სულები გამოეხსნა; და რა არის ქრისტეს დიდების სიმაღლე, რომელიც მან, როგორც კაცმა, მიიღო თავისი გამომხსნელი საქმიანობის დედამიწაზე დასრულების შემდეგ. ამგვარად, ამ ყველაფერს მოიცავს, როგორც ქრისტეს ჯვარი, სიგრძე და სიგანე, სიღრმე და სიმაღლე, ყველაფერს ნათელს ჰფენს, ყველას მოუწოდებს, ყველას იწყნარებს და ყველას აღამაღლებს. ჰოი, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, მოგვიტევე და გვაცხოვნე ჩვენ. ქება და დიდება შენდა უკუნისამდე. ამინ.წმიდა ნიკოლოზ სერბი

 © ICCS, 2011