ცენტრის საქმიანობა
სამეცნიერო ლექციები
ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლები
    1. ზნეობითი ღვთისმეტყველება, როგორც მეცნიერება
      ზნეობითი ღვთისმეტყველების საგანი და წყაროები. ზნეობითი ღვთისმეტყველების შესწავლის აუცილებლობა. ზნეობითი ღვთისმტყველება და არაქრისტიანული ეთიკა. ზნეობითი ღვთისმეტყველების ისტორია.
    2. ბუნებითი სჯული
      ბუნებითი სჯულის (ანუ ბუნებრივი ზნეობითი კანონის) რეალობა. ბუნებითი სჯული წმიდა მოციქული პავლეს სწავლებაში. ბუნებითი სჯული ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებაში. ბუნებითი სჯულის არსი. ზნეობითი სანქციის თეორიები. ავტონომიური ეთიკა. ბუნებითი სჯული და მართლმადიდებელი ეთიკა.
    3. ადამიანის ემოციები, სწრაფვანი და მოთხოვნილებანი ზნეობითი ღვთისმეტყველების შუქზე
      ემოციონალურ-მოთხოვნილებითი სფერო ადამიანის პიროვნულ სტრუქტურაში. ემოციურ მდგომარეობათა სახეობანი. ემოციების წარმოქმნა, ხანგრძლივობა და მოქმედების დიაპაზონი. ემოციების ფუნქციები. ქრისტიანული შეხედულება ემოციებზე. ემოციათა როლი. მოთხოვნილება, როგორც პიროვნების სწრაფვა განიცადოს სიკეთე. მოთხოვნილებათა ძირითადი კატეგორიები.
    4. პიროვნება ზნეობითი ღვთისმეტყველების შუქზე – ადამიანის ზნეობითი ცნობიერება
      პიროვნული ჩამოყალიბების ზნეობრივი საწყისები. პიროვნული განვითარების სტადიები. ზნეობითი ცნობიერების იდეალური ბუნება. ზნეობითი ცნობიერების ფუნქციები. ზნეობითი ცნობიერება და პიროვნების თვითშეფასება. ზნეობითი ცნობიერების უმთავრესი ფორმები. რელიგიური ცნობიერების ფორმირება.
    1. სირცხვილი, როგორც ზნეობითი ცნობიერების თავდაპირველი გამოვლინება
      სირცხვილი, როგორც ზნეობითი ცნობიერების ელემენტარული ფუნქცია. სირცხვილის განცდის აზრი. სირცხვილი, როგორც ადამიანის დამოკიდებულება თავისი ბუნებითი საწყისისადმი. სირცხვილის მნიშვნელობა პიროვნების განვითარებაში. სირცხვილი, როგორც ერთ-ერთი საკვანძო კატეგორია წმიდა წერილში.
    2. სინდისი, როგორც ზნეობითი ცნობიერების კატეგორია
      სინდისის რეალურობა. ბუნებითი სჯულის აქსიომათა ასახვა სინდისში. ტერმინი „სინდისი” ანტიკურსა და ქრისტიანულ მწერლობაში. შეხედულება სინდისზე პატრისტიკაში. თეორიები სინდისის შესახებ. სინდისის ფუნქციონირება. სინდისის მდგომარეობანი. სინდისის განწმენდა. სინდისის აღზრდა.
    3. ზნეობითი სწავლება მოვალეობაზე
      „მოვალეობის” ცნების კავშირი „ღირსებისა” და „სიკეთის” ცნებებთან. ტერმინი „დეონტოლოგია”. „ჯერარსის” მეტაფიზიკური და ეთიკური ასპექტები. დასავლეთის პრაქტიკული დეონტოლოგია და მართლმადიდებლური ეთიკა. მოვალეობა, როგორც ზნეობრივი კანონის მოთხოვნა.
    4. პასუხისმგებლობის ცნება ზნეობით ღვთისმეტყველებაში
      საყოველთაო პიროვნული პასუხისმგებლობა ჩადენილ ბოროტებაზე. ადამიანის პასუხისმგებლობა თავის ესქატოლოგიურ ბედზე. ზნეობითი პასუხისმგებლობა და პიროვნული ბრალეულობის პრობლემა. პასუხისმგებლობის უნივერსალური მნიშვნელობა.
    1. ნაცვალგების (საზღაურის) ცნება ზნეობით ღვთისმეტყველებაში
      ადამიანის წარმოდგენა ნაცვალგებაზე (საზღაურზე). უანგარობა რელიგიურ ცხოვრებაში. ნაცვალგების (საზღაურის) ცნების შინაარსი და მნიშვნელობა ძველ აღთქმაში. ნაცვალგების (საზღაურის) ცნების შინაარსი და მნიშვნელობა ახალ აღთქმაში. დროებითი სასჯელი.
    2. თავისუფლების ცნება ზნეობით ღვთისმეტყველებაში
      ღვთივშექმნილი ადამიანის თავისუფლება. დეტერმინიზმი და ინდეტერმინიზმი. ზნეობითი თავისუფლება, როგორც შეუზღუდავი არჩევანის შესაძლებლობა. ზნეობითი თავისუფლება და თვითნებობა. ზნეობითი თავისუფლება, როგორც პიროვნების თვითგამორკვევა და ცხოვრებისეული გზის არჩევანი.
    3. ცოდვის ცნება ზნეობით ღვთისმეტყველებაში
      ცოდვა, როგორც შეცდომა თავისუფალი ზნეობითი არჩევანის პირობებში. პირველქმნილი ცოდვის არსი. ცოდვის სახეობანი. ცოდვის ჩამოყალიბების ეტაპები (ცოდვის საბაბით დაწყებული, ცოდვილი საქმით დამთავრებული). ცოდვა, როგორც ღვთის ნების უგულებელყოფა. ცოდვის შედეგები.
    4. სათნოების (სიქველის) ცნება ზნეობით ღვთისმეტყველებაში
      წარმოდგენა „სათნოებაზე” ანტიკურსა და ქრისტიანულ მწერლობაში. ქრისტიანული სათნოებანი და მათი გამოვლინების სამი სახე. ღირსება, როგორც პიროვნული არსებობის პრინციპი. სამართლიანობა, როგორც მოყვასისადმი დამოკიდებულების პრინციპი. ღვთისმოსაობა, როგორც ღვთისადმი დამოკიდებულების პრინციპი

 © ICCS, 2011