ცენტრის საქმიანობა
სამეცნიერო ლექციები
ქართული ლიტერატურის ფილოსოფიურ-ეთიკური ასპექტები
-
- რა არის ღირებულება? სამშობლო, როგორც უმაღლესი ღირებულება. (ილია ჭავჭავაძის მიხედვით).
- სიცოცხლე როგორც საშუალება და არა – უმაღლესი მიზანი (თავგანწირვის ფაქტები ლიტერატურაში).
- რა არის სინდისი (სინდისის ზნეობრივი კატეგორიის ანალიზი ვაჟა ფშაველას „სინდისის” მიხედვით).
- რა არის ადამიანური ცხოვრების საზრისი? (ადამიანური ცხოვრების საზრისის პრობლემა ნ. ბარათაშვილის, გრ. ორბელიანის და სხვათა მიხედვით).
- რა არის თავისუფლება და პასუხისმგებლობა (მოვალეობა) (ალ. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას” მიხედვით).
- პიროვნება და საზოგადოება (დაპირისპირება) (ჯ. ქარჩხაძის „იგის”, ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაურისა” და „სტუმარ-მასპინძელის” მიხედვით, ასევე გურამ გეგეშიძის „შურისძიების” მიხედვით).
- ადამიანი: სული და სხეული (ურთიერთშეპირისპირება):
ა) ის, ვინც სხეულს ანიჭებს უპირატესობას – ლუარსაბ თათქარიძე და მისი ილიასეული შეფასება,
ბ) ის, ვინც სულს, გონს ანიჭებს უპირატესობას – ილიას მღვდელი „გლახის ნაამბობში”, ”მეფე დიმიტრი თავდადებული”, ჰაგიოგრაფიული მწერლობის დადებითი პერსონაჟები. - რა არის შემოქმედება? შემოქმედება როგორც ახალი სინამდვილის შექმნა (შემოქმედებითი საქმიანობა და სახელით უკვდავების პრობლემა კ. გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში”).
-
- ცოდნა და რწმენა კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს. (ილია ჭავჭავაძისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილი II მიხედვით).
- რა არის ტოტალიტარიზმი. ტოტალიტარიზმის რეჟიმი, როგორც ადამიანის მანქურთიზაციის მიზეზი (ჭ. ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას” სეთურის მიხედვით).
- ამქვეყნიური არსებობის სწრაფმდინობა და სწრაფწარმავლობა ვაჟა ფშაველას „მოხუცის სიმღერის” მიხედვით.
- მემკვიდრეობითობისა და აღზრდის როლი პიროვნების ფორმირებაში (ემპირიზმი და ნატივიზმი) (ქართული ლიტერატურის მაგალითზე: აკაკის „გამზრდელი”, ილიას „სარჩობელაზედ”.
- რა არის თავისუფლება? თავისუფლების უმაღლესი მიზანი და ღირებულება (ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის” მიხედვით.
- რა არის ზნეობა? „კაი ყმა” როგორც უმაღლესი ზნეობის გამომხატველი. ვაჟას „სტუმარ-მასპინძელისა” და „კაი ყმის” მიხედვით.
- რა არის ტოლერანტობა (ქართული /რელიგიური/ ტოლერანტობა. (ვაჟას „სტუმარ-მასპინძელი”, ნ. დუმბაძის „ჰელადას” და სხვ).
- რა არის ადამიანის გაუცხოვება?
ა) ადამიანის გაუცხოვების კრიტიკა ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში გ. რჩეულიშვილის „ნელი ტანგოს” მიხედვით.
ბ) რელიგიური გაუცხოვების კრიტიკა გ. რჩეულიშვილის „ალავერდობის” მიხედვით. - ქცევა. ქცევის სახეები: იმპულსური და ნებისყოფისმიერი, ქცევის მოტივები. ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობის” მიხედვით.
-
- რა არის კანონი? განსხვავება იურიდიულ კანონებსა და ზნეობრივ კანონებს შორის. (მიხ. ჯავახიშვილის „არი განაჩენის” მიხედვით).
- მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია და მისი მავნე სოციალური შეედეგები. ბიოსფეროს დაბინძურება (ჰაერის, წყლის, მიწის); დაბინძურება-გაჭუჭყიანება ვაჟა ფშაველას მოთხრობების მიხედვით.
- რა არის ჰუმანიზმი? ჰუმანიზმისა და კაცთმოყვა- რეობის აღზრდის პრინციპები სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისას” მიხედვით.
- რა არის პატრიოტიზმი (ნაციონალიზმი), ინტერნაციონალიზმი და კოსმოპოლიტიზმი (ვაჟა ფშაველას პატრიოტიზმისა და კოსმოპოლიტიზმის მიხედვით. ასევე „მიწის ყივილისა” და „შელოცვა რადიოთი” მიხედვით).
- ქართული ეროვნული ტრადიციები და ხასიათის თავისებურებები.
ა) ძუძუმტეობა ”ჰაკი აძბა” და „გამზრდელის” მიხედვით.
ბ) სტუმართმოყვარეობის ტრადიცია (ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძლის” მიხედვით. - რა არის სიკვდილი? როგორი სიკვდილის უნდა ეშინოდეს ან არ უნდა ეშინოდეს ვაჟკაცს? („კაი ყმა”, ”ბახტრიონი”, „ტრაგედია უგმიროთ”).
- გვჭირდება თუ არა ეროვნული იდეოლოგია? არის თუ არა ილიას „ენა, მამული, სარწმუნოება” ერთგვარი იდეოლოგია?
- ენა როგორც ეროვნული კულტურის ფენომენი (მამათა და შვილთა ბრძოლის ისტორია. გრ. ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე და ირაკლი აბაშიძე ენის შესახებ).
- მართმადიდებლური ქრისტიანული რწმენის როლი ქართული ეროვნული ცნობიერების, თვითშეგნების ჩამოყალიბების საქმეში (ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის მიხედვით).
-
- ერი და მისი ნიშნები (ილია ჭავჭავაძე ეროვნული ცნობიერების თავისებურებების შესახებ).
- ნოდარ დუმბაძის გმირები თანამედროვე გაუცხოვების შესახებ.
- გიორგი ჩოხელის ფილოსოფიურ-ზნეობრივი გაკვეთილები.
- ბრძოლა პროტექციონიზმისა და კარიერიზმის წინაარმდეგ (რეზო ჭეიშვილის „ბიძიას” მიხედვით).
- რა არის რწმენა? როგორ აძლიერებს რწმენა ადამიანს და პირიქით, როგორ თრგუნავს ურწმუნო ადამიანს სიკვდილის შიში (ჯემალ ქარჩხაძის „ანტონიო და დავითის” მიხედვით).